გაცნობებთ, რომ 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით ოფისმარტში საზაფხულო დასვენების დღეებია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ პერიოდში შემოსული შეკვეთების მიწოდება განახლდება 25 აგვისტოდან!

როგორ დავუბრუნდეთ სამსახურს შვებულების შემდეგ?

26 აგვისტო 2025

ზაფხული შვებულებების ყველაზე აქტიური პერიოდია, ზღვაზე, მთაში თუ ქალაქგარეთ გატარებული დღეები ენერგიას გვმატებს და საშუალებას გვაძლევს, დროებით დავივიწყოთ ყოველდღიური რუტინა. ერთ დღეს ჩანთას ვალაგებთ და ზღვაზე მივდივათ, მეორე დღეს კი უცებ ისევ სამუშაო მაგიდასთან აღმოვჩნდებით. ბევრისთვის ეს გადასვლა ისეთივე რთულია, როგორც დილით ადრე, შაბათს გაღვიძება. შვებულების დროს ორგანიზმი და გონება ეჩვევა თავისუფლებას, განრიგის არქონას, შემდეგ კი ერთიანად გადავეშვებით ხოლმე საოფისე საქმიანობაში.

სამსახურში დაბრუნება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე გვგონია. მოულოდნელად დაგროვილი ელ-ფოსტები, შეხვედრები და ახალ ამოცანებზე გადართვა შეიძლება დამთრგუნველიც კი იყოს. სწორედ ამიტომ, მარტივი სტრატეგია დაგვეხმარება შვებულების შემდეგ, სამუშაო გარემოსთან ეფექტურად ადაპტაციაში.

 

პირველი ინსტინქტი, რაც უმეტესობას უჩნდება, არის ის, რომ ყველაფერი ერთდროულად გააკეთოს, დაგროვილი ფაილები, იმეილები, შეხვედრები… მაგრამ სინამდვილეში სწორედ აქ იმალება ხრიკი: არ უნდა ვეცადოთ, რომ ერთ დღეში გავხდეთ „სუპერგმირები“. ბევრად ეფექტურია ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ ოფისში ადაპტაცია. მაგალითად, დავიწყოთ ყველაზე მარტივი საქმეებით, პირველრიგში ერთი-ორი „ტასკი“ ჩავხუროთ, რომ სწრაფად დავასრულოთ და საკუთარ თავს ვუთხრათ: „აი, უკვე ვმუშაობ!“ ეს პატარა გამარჯვებები იმდენად „სამოტივაციოა“ რომ გვეხმარება ნელ-ნელა ისევ ჩავერთოთ სამუშაო პროცესში.

 

იმეილების ისტორია ცალკე სიუჟეტია. შვებულებიდან დაბრუნებულ თანამშრომელს ხშირად ასობით წერილი ხვდება და ყოველი მათგანის გულდასმით წაკითხვა სრულიად არარეალურია. აქ კარგი სტრატეგიაა, რომ წერილები დავახარისხოთ: სასწრაფო, მნიშვნელოვანი და არასაჭირო. ნუ შეგეშინდება „Delete“ ღილაკის, ისიც შენი მეგობარია.

 

თანამედროვე ოფისებში ბევრი თანამშრომელი ცდილობს, შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გრაფიკს დაეწიოს და დაღლილ-დაქანცულიც კი მუშაობას არ წყვეტს. სინამდვილეში, შესვენება არ არის სიზარმაცე, პირიქით, ეს არის ენერგიის სწორად განაწილება. მოკლე გასეირნება, ყავის დალევა ან უბრალოდ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა საოფისე კედლებს შორის, ბევრად უფრო ეფექტურად აღადგენს ყურადღებას, ვიდრე ზედმეტი დაძაბვა.

 

სოციალური კუთხეც არ უნდა დაგვავიწყდეს. კოლეგებთან ურთიერთობა დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. მათი ამბების მოსმენა, საკუთარი შვებულების ერთი სასაცილო მომენტის გაზიარება, ეს თითქოს უბრალო დეტალია, მაგრამ საოცრად ამარტივებს „რეალობაში დაბრუნებას“. გუნდის შიგნით დადებითი ენერგია ბევრ რამეს წყვეტს და ხშირად სწორედ კოლეგებთან გაზიარებული ღიმილი უფრო სწრაფად გვაყენებს სამუშაო რიტმში, ვიდრე კიდევ ერთი ჭიქა ყავა.

 

თუ მენეჯერი ან HR ხარ, აქ შენც შეგიძლია დიდი როლი შეასრულო: მცირე, მეგობრული შეხვედრა პირველ დღეს, მოქნილი გრაფიკის შეთავაზება ან უბრალოდ გუნდის ერთობლივი ლანჩი ბევრად ამსუბუქებს იმ „პოსტ-შვებულების სინდრომს“, რომელიც თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს. ბოლოს და ბოლოს, სამსახური მხოლოდ ფაილები და ვადები კი არა, ადამიანური გარემოცაა და როცა გარემო სწორად არის მოწყობილი, პროდუქტიულობაც თავისით მოდის.

 

ასე რომ, შვებულების დასრულება სულაც არ უნდა იყოს მძიმე გადასვლა „თავისუფლებიდან ვალდებულებებში“. პირიქით, ეს შეიძლება იქცეს ახალი ენერგიის წყაროდ. მთავარია, რეალისტურად მიუდგე საკუთარ თავს: არ ელოდო, რომ პირველივე დღეს სუპერგმირი იქნები, და არ დაგავიწყდეს, რომ პატარა შესვენება და ერთი კარგი ხუმრობაც პროდუქტიულობის ისეთივე ნაწილია, როგორც ახალი პროექტის დროულად შესრულება.

 

და ბოლოს, გახსოვდეს, რომ გარემო უდიდეს გავლენას ახდენს შენს განწყობაზე. კომფორტული, სწორად ორგანიზებული სამუშაო სივრცე ბევრად უფრო მარტივს გახდის ადაპტაციას. ყოველდღიური საოფისე ნივთები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ჩვენს სამუშაო განწყობასა და ეფექტურობაზე, როგორებიცაა: განახლებული ბლოკნოტები, სამუშაო მაგიდის შესაფერისი ორგანაიზერები, ფერადი ბაინდერები თუ სხვა მრავალი საკანცელარიო და საოფისე ნივთები დაგხვდებათ ოფისმარტის სხვადასხვა კატეგორიებში. სწორედ ამიტომ არის Officemart აქ, რომ შენი სამუშაო მაგიდა არ იყოს მხოლოდ მაგიდა, არამედ ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის ცოტა უფრო ადვილი და კომფორტულია.

შეიძლება დაგაინტერესოს:

"ეფექტურობის გაზრდა: საოფისე ნივთების ხრიკები ბიზნესისთვის"

მრავალფუნქციური ძირითადი საშუალებები: აირჩიეთ საოფისე მარაგი, რომელიც ემსახურება მრავალ მიზანს. მაგალითად, ბაინდერის კლიპები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საკაბელო ორგანიზატორები, ხოლო წებოვანი ჩანაწერები შეიძლება გახდეს ექსპრომტი ეტიკეტები.

თქვენი შენიშვნების ციფრული გადაქცევა: იმის ნაცვლად, რომ დაიხრჩოთ ქაღალდის ჩანაწერებში, გამოიყენეთ ჭკვიანი ნოუთბუქები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ხელით დაწერილი ჩანაწერები ღრუბელში. ეს მშვენიერი გზაა წესრიგის დასამყარებლად უწესრიგობის გარეშე.

საბიუჯეტო ბეჭდვა: დაზოგეთ ბეჭდვის ხარჯები ქაღალდის ორივე მხარის გამოყენებით და დააყენეთ თქვენი ნაგულისხმევი პრინტერის პარამეტრები ნაცრისფერ ფერზე შიდა დოკუმენტებისთვის. განიხილეთ ინვესტიცია ხარისხიან პრინტერში, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ ტექნიკური და ჩანაცვლების ხარჯები.

ხელნაკეთი თეთრი დაფა: გადააქციეთ ნებისმიერი გლუვი ზედაპირი დაფად გამჭვირვალე, წებოვანი ფურცლების გამოყენებით. ეს არის ეფექტური გზა გუნდში თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების წახალისებისთვის.

საკაბელო გონივრული მენეჯმენტი: გამოიყენეთ ბაინდერის კლიპები ან კაბელის ორგანიზატორები, რათა დატენვის კაბელები და სხვა სადენები მოწესრიგებული იყოს. ეს არა მხოლოდ ამცირებს არეულობას, არამედ ხელს უშლის ჩახლართული მავთულის იმედგაცრუებას.

მრავალჯერადი გამოყენების წყაროები: ისარგებლეთ ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტებით, როგორიცაა ხელახალი მელნის კარტრიჯები და დატენვის ბატარეები. ეს არის მცირე ცვლილება, რომელიც არა მხოლოდ სარგებელს მოაქვს გარემოსთვის, არამედ დაზოგავს გრძელვადიან ხარჯებს.

დისტანციური მუშაობის ძირითადი საშუალებები: აღჭურეთ თქვენი გუნდი პორტატული საოფისე მასალებით, როგორიცაა დასაკეცი კლავიატურები და კომპაქტური ორგანიზატორები, რათა გაზარდოთ პროდუქტიულობა სხვადასხვა ადგილიდან მუშაობისას.

სივრცის დამზოგავი საცავი: ინვესტიცია ჩადეთ შესანახ გადაწყვეტილებებში და გამოიყენეთ ვერტიკალური სივრცე ოფისის ორგანიზების შესანარჩუნებლად. გამჭვირვალე კონტეინერები ასევე აადვილებს ნივთების სწრაფად პოვნას.

სმარტ საკანცელარიო ნივთების შეკვეთა: შეადგინეთ რეგულარული გრაფიკი საოფისე მასალების შეკვეთისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ბოლო წუთების აჩქარება. ისარგებლეთ ნაყარი ფასდაკლებით და ლოიალობის პროგრამებით ხარჯების დაზოგვის მიზნით.

წვრილმანი სამაგიდო ორგანიზაცია: შექმენით პერსონალური მაგიდის ორგანიზატორები ხელახლა დანიშნულების საოფისე მასალების გამოყენებით, როგორიცაა ცარიელი ქსოვილის ყუთები, რათა მერხები არ იყოს დაბინძურებული.

საოფისე მარაგების ამ ჰაკერების განხორციელებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენი მცირე ბიზნესის ეფექტურობასა და ფუნქციონირებაზე ბანკის დარღვევის გარეშე. სცადეთ ამ იდეების რამდენიმე ჩართვა და უყურეთ, როგორ ხდება თქვენი სამუშაო ადგილი უფრო ორგანიზებული და პროდუქტიული გარემო.

 

დეტალურად

კალათის გასუფთავება

ნამდვილად გსურთ კალათის გასუფთავება?